„სამშობიაროდან უცებ გამიქრეს შვილი, მითხრეს, დამძიმდა და გარდაიცვალაო…“

389

მამა საბას და მის მეუღლეს 5 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავთ. როგორც ჟურნალ „სარკეს“ უამბობენ, უფროსი შვილი, 30 წლის სოფო ტყუპისცალია. მამა საბას მეუღლე, ლელა რუსიშვილი ამბობს, რომ სამშობიაროში განუცხადეს, რომ მეორე ტყუპისცალი გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ სამშობიაროდან ბავშვებს ყიდდნენ, შვილის ძებნა მათაც დაიწყეს. მის კვალზე დღემდე ვერ გავიდნენ.

ლელა რუსიშვილი: 

„ჩემი პირველი შვილის იდენტური ტყუპისცალი არსად არის დაფიქსირებული. მას მერე, რაც გახმაურდა ის ამბები, რომ სამშობიაროდან ჩვილებს იპარავდნენ, ვეძებეთ და ვერ მივაკვლიეთ. ტესტიც გავიკეთეთ და თუ გამოჩნდება, ამოგვიგდებს პროგრამა.

რას გრძნობთ, როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია?

როცა მითხრეს, გარდაიცვალაო, შეგრძნება, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო, მაშინ მქონდა ძალიან მძაფრად, რადგან უცებ გამიქრეს შვილი. არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა, ისე გააქრეს. ვიკითხე, სად არის-მეთქი. დამძიმდა და გარდაიცვალაო, მითხრეს. ისე ვტიროდი, ვერ მაჩერებდნენ. სულ მიცვალებულებში მოვიხსენიებდი, ახლა კი ასე ვლოცულობ – სადაც არის, შენთან ერთად ამყოფე უფალო-მეთქი. მთელმა ქვეყანამ ბავშვების ძებნა რომ დაიწყო, ჩვენც არქივი ამოვქექეთ და არსად იყო დაფიქსირებული…“