“სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი”

231

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“სადღაც 17-18 წლიდან ახალი წელი რა არის არ ვიცი..

ხან ტაქსის მძღოლებთან ერთად ვხდებოდი ახალ წელს გზაში, როცა კონცერტზე მეჩქარებოდა , ხან ქუჩაში შემთხვევით გამვლელებთან.

როცა  საახალწლო დიდ ღონისძიებებს ვაკეთებდით , ყოველ დეტალზე ვათენებდით და 12 საათზე სულ უცხო ხალხს ვულოცავდი, რადგან ხან ფეიერვერკზე მივრბოდი ქუჩაში რომ დროზე ჩაერთო და ხან სად :)) 

ხო და სულ რომ გიყურებთ, როგორ ემზადებით, ფუსფუსებთ… მაინტერრსებს ნეტა რა შეგრძნებაა ახალი წლის მოლოდინი.

პ.ს: ეგ განცდა მე არ მინდა, რადგან თუ ახალ წელს თავისუფალი ვიქნები, ესე იგი სამსახური არ მექნება, ანუ არავის დავჭირდები… ხო და არ მინდა ესე, მირჩევნია ვიმუშავო.

დამდეგს გილოცავთ ყველას, ამ დღეებში ბაკურიანის ცხენივით ვარ და მერე ვერ მოვასწრებ მოლოცვას – წერს სტეფანე მღებრიშვილი.