რძალ-დედამთილის ომი დასრულდა – ბექჰემები საშობაოდ შერიგდნენ

198

მიმდინარე წელს, ვიქტორია ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა რამდენჯერმე სცადეს შერიგება. რძალ-დედამთილმა არაერთხელ გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში, თუმცა, კონფლიქტი ამ დრომდე მაინც გრძელდებოდა.

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილიდან დაწყებულ დაპირისპირებას, ვიქტორია და ნიკოლა, 2023 წელს გაატანენ. მათ ამჯერად ახალი ფოტო გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში, სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით პოზირებს და შობისთვის ემზადება.

ბექჰემების ოჯახის ყველა წევრი სანტას ქუდსა და კუბოკრულ შარვალში პოზირებს. ყველას ბედნიერი და კმაყოფილი სახე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი სრულად ამოწურულია.

შეგახსენებთ, ყველაფერი ქორწილის დღეს დაიწყო, როცა პელტცმა ვიქტორია ბექჰემის მიერ შექმნილი საქორწილო კაბის ჩაცმაზე უარი განაცხადა.