„რამაც მთელი ცხოვრება გადამარჩინა, ნიკუშამ თავის თავზე აიღო.. პირველივე შემთხვევაზე არ გაუმართლა“

239

„რამაც მთელი ცხოვრება გადამარჩინა, ნიკუშამ თავის თავზე აიღო… პირველივე შემთხვევაზე არ გაუმართლა“ – მევლუდ მელაძე შვილის გარდაცვალებაზე, გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ საუბრობს.

„იღბალი ზოგს მეტი აქვს ზოგს ნაკლები, არ გაგვიმართლა..

არ შეიძლება ერთ „ცელქობაზევე“ არ გაგიმართლოს, არ ვიჯერებდი როცა ეს ამბავი გავიგეთ.. სანამ ადგილამდე არ მივედით დაშვებასაც ვერ ვაკეთებდი, რომ ასეთი რამ მოხდა..

ნიკუშა ყველაფერს სიღრმისეულად უყურებდა, არცერთი ხიფათი იქამდე არ გადახდენია, მანქანის მართვაც არ იცოდა.

13 წლის ბავშვი იჯდა საჭესთან, მართვა დაკარგა და ორივე უკან მსხდომი ბავშვი გარდაიცვალა..

ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვალა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ მიმართულებით ბავშვებს კარგი განათლება მისცენ,“ – ამბობს მელაძე.

ცნობისთვის, მევლუდ მელაძის და სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­ს შვილი, ნიკუშა ჯორჯაძე 2019 წლის აპრილში 16 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.