ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ ლურჯ ანსამბლში საშობაო მსვლელობაზე

157

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, შვილებთან ერთად, მეფე კარლსა და დედოფალ კამილას ტრადიციულ საშობაო მსვლელობაზე შეუერთდნენ, რომელიც „მარია მაგდალინელის“ სახელობის ნორფოლკის ტაძართან გაიმართა. უელსის პრინცმა და პრინცესამ ამ დღეს არჩევანი მწვანე და ლურჯი ფერის სამოსზე გააკეთეს, თავად ქეით მიდლტონი ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ ლურჯ პალტოში, რომელსაც ამავე ფერის შლაპა და ფეხსაცმელი შეუხამა. ლურჯ პალტოსა და პიჯაკში იყვნენ გამოწყობილები პრინცი ჯორჯი და პრინცი ლუიც, ხოლო პრინცესა შარლოტა, მწვანე ფერის ანსამბლში გამოჩნდა.

ერთი დღით ადრე, სამეფო ოჯახმა უელსის პრინცისა და პრინცესას მისალოცი საშობაო ბარათი გამოაქვეყნა. წელს ფოტოზე სამეფო ოჯახის პატარა წევრები პოზირებენ. პრინცი ჯორჯი, შარლოტა და ლუი ახალ წელს ბრიტანელებს შავ-თეთრი ფოტოდან ულოცავენ.