“საახალწლო კონცერტზე მოხვედრა, არ მოხვედრა ჩვენ არასოდეს არ გვაწუხებდა”

177

პროდიუსერი კახი მამულაშვილი საახალწლო კონცერტებში მომღერლების მონაწილეობის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩემო მეგობრებო,  ეს თემა უკვე ძალიან ყელში ამოვიდა.
საახალწლო კონცერტზე მოხვედრა, არ მოხვედრა ჩვენ არასოდეს არ გვაწუხებდა.  თუ დაგვიძახებენ მივალთ, თუ არა არც ვკითხულობთ რატომ.
ლელა უყვარს ხალხს და ესაა მთავარი. ჩვენი კონცერტები სულ ანშლაგებით მიდის.  ყოველ წელს ძალიან  გადატვირთულები ვართ, და ამის მოწმეები ხართ.
ამიტომ ეს საბოლოოო კომენტარია…

ყველა მუსიკოსს წარმატებები.
წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2024“. – წერს კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში.