“ძალიან ელოდებოდა ჩემი დედიკო ამ სიმღერას… რთული იქნება მიკროფონის ხელში აღება“

“პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, ნიკო ქართველი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ხარ თუ არა ხასიათზე, გაქვს თუ არა ნერვები, გინდა არ გინდა გიწევს მუშაობა, რათა არ იყო მშიერი და არ მოაკლდეთ არაფერი შენს შინაურებს, ეს ცხოვრებაა და ჩვენ ხშირ შემთხვევაში, გვიწევს მაქსიმუმის გაღება.

ასე და ამგვარად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემო კარგებო, ახალ წელს ვიმღერებ…

და ჩემი სიმღერას ყველა მოუსმენს, ვინც ახალ წელს „რუსთავი 2-ს“ უყურებს, ძალიან ელოდებოდა ჩემი დედიკო ამ სიმღერას, ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, არის და იქნება… და ვიცი, მას ეს როგორც გაუხარდება იქ, სადაც არის…

და ზუსტად ახლა, ამ მომენტში და მდგომარეობაში, მე უნდა გავახარო ის ჩემი და ჩემი ოჯახის კარგად ყოფნით….

ძალიან რთული იქნება მიკროფონის ხელში აღება, ძალიან მძიმედ მომეჩვენება, მაგრამ… ეს უნდა ვქნა…

მადლობა ყველას, რომ ჩემთან ხართ… ღმერთმა სიკეთე მოგცეთ,“ – წერს ნიკო ქართველი.

ასევე იხილეთ