“მე და მანოს დედა 18 წლის წინ ანსამბლში ერთად ვცეკვავდით” – მურო გაგოშიძის შესანიშნავი ცეკვა და მომავალ მეუღლესთან პირველი შეხვედრის ისტორია
ანსამბლ „სუხიშვილების“ სოლისტი მურო გაგოშიძე მეუღლესთან, ასევე მოცეკვავე მანო მიქაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენს შოუს“ სტუმრობდა.
გია ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში წყვილმა მათი ახლადშექმნილი ოჯახის შესახებ ისაუბრა, მურო გაგოშიძემ კი მომავალ მეუღლესთან პირველი შეხვედრის ეპიზოდიც გაიხსენა.
„მე და მანოს დედა 18 წლის წინ ანსამბლში ერთად ვცეკვავდით, ახლა საკუთარი აკადემია აქვთ..
მანო დედამისის ერთ-ერთ ვიდეოში 3 წლის წინ ნანახი მყავდა და, სიმართლე გითხრათ, მომეწონა, რომ შევხვდი და სახეზე შევხედე, უცებ აღმიდგა ის ამბავი, თურმე ის ყოფილა, 5 წლის წინანდელი გოგო.
ახალი მიმართულებით წავედით, მანოც მოცეკვავეა, გავხსენით ახალი სივრცე და მას „ცეკვის ლაბორატორია“ დავარქვით“, – ამბობს მურო გაგოშიძე.
მურო გაგოშიძემ „ლაბორატორიასთან“ ერთად გადაცემაში ცეკვაც შეასრულა.