“დაე ეგონო მათ სულელი, უფხო“

286

გაუფრთხილდი ნერვებს და სულის სიმშვიდეს.

მოვა დრო და სათქმელი თავის თავს თვითონ იტყვის, გაკეთებული საქმეებით და ცხოვრებისეული გამოცდილებების შედეგებით“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი წერს.

„არასდროს იკამათო შენი სიმართლის დასამტკიცებლად იმ ადამიანებთან, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ მზაობა და მიმღებლობა განსხვავებული შეხედულებისადმი.

დაე, ეგონო მათ სულელი. 
დაე, ეგონო მათ უპოზიციო.
დაე, ეგონო მათ უფხო.

გაუფრთხილდი ნერვებს და სულის სიმშვიდეს.

მოვა დრო და სათქმელი თავის თავს თვითონ იტყვის, გაკეთებული საქმეებით და ცხოვრებისეული გამოცდილებების შედეგებით.

ენერგია მხოლოდ წინ სვლას მოახმარე და არა გვერდზე და უკან ნეგატივის მოგერიებას. დაბრკოლებები იყო, არის და იქნება, თუ რაღაცას წარმოადგენ“, – წერს თათა გიორგობიანი.