“ შენ რომ უანგაროდ კეთილი იყო, ერთი თუ ათი სიკეთის მერე სანაცვლოდ ხალხს აიფონის და კამერის ფულის შეგროვებას არ სთხოვდი”

190

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დომენიკ მანგოს მიმართავს.

”1.შენ რომ აგრესიული და დაუნახავი “ქადჟი” არ იყო, შემოიხედავდი აქამდე ჩემს 26 ათასიან საქველმოქმედო ჯგუფში და ნახავდი, რას აკეთებენ საოცარი ადამიანები!
2. შენ რომ შეჭმარიტად კეთილი იყო, სხვისი ლანძღვის ხარჯზე არ შეეცდებოდი თავის რეკლამირებას.
3. შენ რომ უანგაროდ კეთილი იყო, ერთი თუ ათი სიკეთის მერე სანაცვლოდ ხალხს აიფონის და კამერის ფულის შეგროვებას არ სთხოვდი თავხედურად.
4. შენ რომ მაგალითი იყო – ხელს გაანძრევდი, იმუშავებდი და ინტერნეტ მოწყალების მთხოვნელად არ იქცეოდი ❤️
5. გუშინ რომ გადაშლილ ბიბლიას და ქართველებს აგინებდი – დღეს იმ კაცის კეთილშობილებას ვერაფრით დამაჯერებთ! ვისაც დააჯერე – ვწუხვარ მათ გამო 🤍
6. მანამდე არ მოისვენებ, სანამ ოფიციალურად არ გამოვითხოვთ შენგან კანონის ძალით ამონაწერს, რამდენი ირიცხება შენთან და აქედან რეალურად რამდენი ხმარდება გაჭირვებულ ადამიანებს.

ერთმა ბრძენმა ინფლუმ სწორი თქვა, თუ რამე მაქვს, ერთი ბინა თუ ასი – ჩემი შრომით და წვალებით მაქვს, გარშემო მყავს ყველაზე მეტი დასახმარებელი, მათთვისაც ვიცლი და სხვებისთვისაც, ჰოდა მუქთახორა “მეინტერნეტეებმა” – შორს ხელები ჩემგან! ✊🤍

პ.ს. ქუვეითში ვარ, ინტერნეტი იშვიათად მაქვს და მით უმეტეს შენს გვერდზე არ შემოვდივარ არასდროს, ასე რომ ახლა ვნახე ეს ამბავი და ვეხმაურები. ამ საყვარელ ბიჭს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ინფოს ვდებ კომენტარებში 🙏❤️”.