“გავთხოვდი “სარფიანად“, ვცხოვრობ ჩემი ქმრის ლამაზ სახლებში… ისიც არ ვიცი რამდენ მილიონს ფლობს“

38,378

ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მან თავისი ცხოვრების სიყვარულიც იპოვა.

მან სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მუდამ უჩიჩინებენ მას, რომ ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და ყველაფერს „სარფიანი“ ქორწინებით, მილიონერზე გათხოვებით მიაღწია.

“ძალიან მაწუხებს ეს თემა. ახალი ფოლოვერები ფეისბუქზე, ვინც მხოლოდ ამ წელს აღმომაჩინა, ხშირად მაყენებენ შეურაცყოფას, რომ მე ჩემი შრომით არაფერი შემიქმნია და ყველაფერი ქმარმა მიყიდა.

ვინც ჩემი ძველი ფეისბუქ მეგობარია, ყველამ კარგად იცის, ჩემი ცხოვრების პატარ-პატარა წარმატებები.

ჩემი ქმარი პირველად მაშინ გავიცანი, როცა 30 წლის ვიყავი, ზუსტად 6 წლის უკან.

30 წლამდე უკვე ნაყიდი მქონდა თბილისში სამი ბინა.

21 წელს წავედი ემიგრაციაში. 23 წლისამ ვიყიდე პირველი ბინა, ვიმეორებ, ჩემი მუხლჩაუხრელი შრომით, მერე დანარჩენი ორიც მივამატე. 

წიგნშიც კი მიწერია, როგორ ვამაყობდი რომ მე ეს შევძელი.

მაგ პერიოდში ვმუშაობდი 24/7-ზე მოხუცებთან და კაპიკს კაპიკზე ვადებდი, რომ ჩემი ცხოვრება შემექმნა. იდეაში, ერთ ბინაში უნდა მეცხოვრა, დანარჩენი ორი გამექირავებინა და ასე გამეტანა თავი საქართველოში.

მერე, მოხდა ისე როგორც ღმერთს უნდოდა. გავთხოვდი “სარფიანად,” როგორც თქვენ უწოდებთ. ვცხოვრობ ჩემი ქმრის ლამაზ სახლებში. 

ეს ამერიკაა და ქმარს ჯიბეში ხელს არ ვუყოფთ, ისიც არ ვიცი რამდენი აქვს წლიური შემოსავალი და რამდენ მილიონს ფლობს. 

ასევე, აქ ყველაფერი კრედიტ კარტებზეა და ბოლოს ქეში საქართველოში მეჭირა ხელში.

მაქვს ჩემი შემოსავალი, ჩემი გაქირავებული ბინებიდან, რითაც დედას, ძმას ვეხმარები.

ასერომ, ვინც ჩემი ისტორია არ იცით, გაჩუმდით მაინც. 

ამასთან ერთად სამი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ყველაზე მეტად მაგით ვამაყობ.

ნუ გადამაყოლეთ ამ გათხოვებას და ნუ ამბობთ, რომ მე არაფერი გამიკეთებია.

მე, ბავშობაში რაც ჩაფიქრებული მქონდა ყველაფერი გავაკეთე, ყველა ოცნება ავიხდინე! ქმარი ჩემს ცხოვრებაში შემდეგ გამოჩნდა, როცა უკვე მყარად ვიდექი ფეხზე. 

ახლა თუ ღმერთი უფრო მეტს მომცემს, მაგას რა ჯობია. მაგრამ მეც მიშრომია, მიწვალია და დამსახურებულად მაქვს ყველაფერი, რადგან არც შრომა მეთაკილებოდა  და არც მოხუცების მოვლა!

მოკლედ, ნუ წაიღეთ ტვინი!

ვერ დამიკარგავთ ჩემს შრომას, ჯაფას და შვილის მონატრებაში გატარებულ დღეებს!

დაწყნარდით და ჩემს ქონებას კი ნუ ითვლით, იმაზე იფიქრეთ, თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ!

ამ საკითხს არასდროს აღარ შევეხები! 

აბა ჰე და აბა ჰო!

ბედნიერი წელი ახალი!”, – წერს ემიგრანტი.