“ვალერი მელაძის ყველა კონცერტი გაუქმდა” – რას წერს ქსენია სობჩაკი

446

მომღერალ ვალერი მელაძის ყველა მომავალი კონცერტი, მამამისის, შოთა მელაძის მძიმე ავადმყოფობის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ისაუბრა.

მელაძის ყველა მომავალი კონცერტი გაუქმებულია, მამის მძიმე მდგომარეობის გამო“

მისივე თქმით, შოთა მელაძე მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მიზეზი კორონავირუსის მძიმე ფორმა გახდა. ვალერი მელაძე მაშინვე გაფრინდა ტურიდან, რათა მამასთან ახლოს ყოფილიყო, დაწერა სობჩაკმა.