“არ ინერვიულოთ და გადასკდეთ ბოღმით, მე ნახსენები არ ვარ”

282

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში იუმორით გამოირჩევა, მორიგ სახუმარო პოსტს აქვეყნებს:

“ერთ ჯგუფში წერენ ყველა დროის უმაგრესი ქუთაისელი ვინ არისო. წინასწარ გეტყვით, რომ არ ინერვიულოთ და გადასკდეთ ბოღმით, მე ნახსენები არ ვარ.

ჩამოთვლილია დავით აღმაშენებლიდან დაწყებული, ზაქარია ფალიაშვილ- ნიკო ნიკოლაძით ყველა და უცებ ერთი წერს:

-თანამედროვეებზეც უნდა დავწეროთ, ასეთი ონისე მელქაძეაო.

ჩემს ოპერატორ ონისეზე წერენ.

მე ახლა თავი რომ მოვიკლა, პრინციპში ღმერთი მაპატიებს – წერს დათო ლიკლიკაძე.