“ამერიკაში დრო არ მრჩება, აქ ფრთები მაქვს ხოლმე ბოლომდე გაშლილი“

360

აშშ-დან დაბრუნებული, მომღერალი ნინი შერმადინი ახალ კლიპს იღებს. ამის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

„ორი სიმღერაა, რომელიც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, გიორგი ცაავამ აარჩია. მუსიკა და ტექსტი მე მეკუთვნის.

ერთია – „Give me a reason“ და მეორე „I will take at home“, ამ ორ სიმღერაზე კლიპს თვითონ მიღებს, მაჩუქა და ვარ უბედნიერესი.

იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში ბანკში ვმუშაობდი, ახალ ჩემი სკოლა სტუდია გავხსენი და ბავშვებს ვამზადებ, ამიტომ ამერიკაში საკუთარი შემოქმედებისთვის დრო არ მრჩება, აქ ფრთები მაქვს ხოლმე ბოლომდე გაშლილი და ვცდილობ, ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი დავუთმო ჩემს სიმღერასა და მუსიკას“, – აღნიშნა ნინი შერმადინმა.