“ იმედია ეს მარაზმიც ჩაივლის მალე და სხვა ლეველზე გადავა კაცობრიობა”

187

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“რა კარგი ყოფილა ამ სოცქსელების გარეშე ცხოვრება თუნდაც უმძიმესი ვირუსის მიზეზით. ამდენ მარაზმს რომ აღარ კითხულობ…რეალურ ცხოვრებაში მართლა სხვანაირადაა. არც ის ხალხია ისეთი ბოროტი და ჩლუნგი აქ როგორებიც ჩანან…აქ კი დაგეშილები ეძებენ აბა სადმე ვინმემ რამე ისეთი დაწეროს მას რომ არ მოეწონება რომ დროზე შევარდეს და გალანძღოს. ისეთ ვიდეოებზე და პოსტებზე ილანძღება ხალხი რომ მგონი მართლა ჯანმრთელობის ცნობით უნდა ხდებოდეს რეგისტრაცია სოცქსელებში. ნებისმიერი სააგენტოს კომენტარებს გადახედეთ. ან კიდევ ” რახიირს” “ფასიიი”
” პირადშიმოგწერთ” -აი ეს ფენომენიც🙉🙉
მოკლედ, იმედია ეს მარაზმიც ჩაივლის მალე და სხვა ლეველზე გადავა კაცობრიობა ❤️
გმადლობთ!ნახვამდის!”