“მენეჯერი მოვიდა და დაცვის ორი წევრი დამაყენა თავზე“ – რა შეემთხვა თამო ვაშალომიძეს ბაკურიანში

257

ფოტო მოდელი და ბლოგერი თამო ვაშალომიძე ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარს იხსენებს და მიმართვას ავრცელებს:

ძალიან გაბრაზებული ვარ. ბაკურიანში ვარ ერთი დღით. სასტუმროს ეზოში ფოტოებს ვიღებდი, ნატალია, ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი მიღებდა, კარგი ხარისხით რომ დავდო „ინსტაგრამზე“. მენეჯერი მოვიდა, ორი დიდი ტიპი დამაყენა თავზე, დაცვას ვგულისხმობ, ფოტოებს ნუ იღებ, კომერციულიაო. ვუთხარი, რომ არ არის ეს კომერციული, ჩემი ინსტაგრამისთვის ვიღებდი, ტელეფონით ხომ შეიძლება-მეთქი, ვკითხე… ამ მენეჯერებს შეაგნებინეთ, რომ პირადი „ინსტაგრამისთვის“ ფოტოების გადაღება კომერციული არ არის… თქვენ ყველა გცნობთო, ასე მიპასუხა….“ – ამბობს თამო ვაშალომიძე.