„უკარება ადამიანი ვიყავი, ვირიდებდი მაქსიმალურად, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით“

120

გადაცემას „თათია შარანგიას „სთორი“ ტელეწამყვანი და მოდელი გვანცა დარასელია სტუმრობდა.

გვანცამ სიყვარულის, მეუღლისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

„ეს სიყვარული რასაც მე ვგრძნობ მეუღლის მიმართ, არის ყველაფერზე მაღლა მდგომი, რომელმაც ბევრი რამ გადაგვატანინა და ასე მოგვიყვანა აქამდე..

მე ცოტა უკარება ადამიანი ვიყავი, ახლაც დისტანციური ადამიანი ვარ, მიჭირს შევიდე ადამიანთან ნდობაში.. მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით.. მაშინ 20 წლის ვიყავი

კითხვაზე თუ რა თვისებები ინარჩუნებს ბალანსს ოჯახში გვანცა პასუხობს:

„მე მაქვს ცოტა დამთმობი ხასიათი.. მას კი ყველაფერი ჩვენთვის უნდა, ყველაფერი ჩვენთვის ხდება, ეს ძალიან გაძლიერებს ქალს..

ზრუნვა და ჩემი პიროვნების აღიარება ხდება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია,“ – ამბობს გვანცა.