“გამომძიებელი ვარ, რომელიც 12 წელია საკუთარ თავს იძიებს, მინდა განათლების სისტემაში ახალი საგანი შევიტანო“
ახალგაზრდა მომღერალი, ყოფილი „რანინელი“ და კვარტეტი „ოთხის“ წევრი ვაჩე ღვინიაშვილი გადაცემა „ნოესთან“ მორიგი ეპიზოდის სტუმარია.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ვაჩე ღვინიაშვილი საკუთარი თავის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრებს.
„ალბათ, ერთი გამომძიებელი ვარ, რომელიც 12 წელია საკუთარ თავს იძიებს და ახლა, ამჟამად ლექსებს წერს. მომავალში ვინ ვიქნები, არ ვიცი… მინდა, განათლების სისტემაში ახალი საგანი შევიტანო.
ცხოვრება თვითონ ფიქრია, ცხოვრება ფიქრის გარეშე ვერ იცხოვრებს და ფიქრი რამდენად იცხოვრებს ცხოვრების გარეშე, არ ვიცი.
ყველა დასასრულს დასაწყისი მოსდევს, ყოველი დასასრული არის რაღაცის დასაწყისი“, – ამბობს ის და გადაცემის წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ, ვაჩე აღნიშნავს, რომ ცოტა ფილოსოფოსიც არის.
კითხვაზე, მას შემდეგ რაც პოპულარული გახდა, სწერენ თუ არა გოგოები, ვაჩე ამბობს: „ზოგს ვპასუხობ ხოლმე, ჯერ პროფილს ვათვალიერებ“.