“დიდი განხილვაა “ანკორას“ ნამღერზე… არავის არ ვეჯიბრები და არც ვედრები…”

4,966

მომღერალ, ინდირა ჯგერნაიას მიერ შესრულებულმა „ანკორამ“ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ინდირა კი, ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„დიდი განხილვაა „ანკორას“ ნამღერზე… მეგობრის იუბილეზე, სადაც ყველა ვღიღინებდით კოკი ფერაზი ფანგანის ვიდეონაწყვეტმა სოცქსელი ამიფეთქა. ჩვეულებრივი კარაოკედან ტექსტ წაკითხულ ნამღერზე თუ ასე მოგეწონეთ, დღეიდან ტექსტ ნასწავლი შეგისრულებთ…

მადლობა თითოეულს, ყველა კომენტარს ვკითხულობ, ზოგი ვის მადარებს, ზოგი – ვის… არავის არ ვეჯიბრები და არც ვედრები!

პ.ს. სოფოს ნამღერი მომწონს და მიყვარს ამ გოგოს ამოსული ყველა ბგერა პირიდან”, – წერს ინდირა.