“მინდა დავუკრა დედაჩემის სიმღერა“ – გიგი დედალამაზიშვილი დედასთან ერთად ამღერდა (ვიდეო)

199

„უბრალოდ მგზავრი ვარ“ – „მგზავრების“ რეპერტუარიდან ეს ცნობილი სიმღერა ჯგუფის სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა ამჯერად „პოსტალიონის“ ეთერში შეასრულა, დედასთან, ციცი ფალავანდიშვილთან ერთად.

დედა-შვილის თბილმა დუეტმა დადებითი კომენტარები დაიმსახურა სოციალურ ქსელში.

„მინდა, დავუკრა დედაჩემის სიმღერა, ერთადერთია „მგზავრების“ რეპერტუარში, რომელიც დედაჩემმა დაწერა, სანდრო გაბელაიას დაუწერა, უბრალოდ, სანდრო ვარ, არ ვგავარ სხვას… წავართვი სანდროს. დღემდე მეუბნება, რა სიმღერა წამართვიო…“, აღნიშნა გიგიმ.