„სადაც ეს ბიჭები არიან იქ დასასრული როგორ შეიძლება იყოს“

161

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის ემოციურ სტატუსს გამოეხმაურა ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.

“ეხ, გაუსაძლისი ტკივილი და რამდენი რამ გაუკეთებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სული უფრო აღმატებულ განზომილებაშია და, და არ ვიცი.

მე და ნინო თარგამაძემ ბევრი საერთო ვნახეთ ნიკა და ნიკოში, გიორგიც მათ შეუერთდება და იქით მეიმედება ყველაფერი, სადაც ჩვენი შვილები, სადაც ეს ბიჭები არიან იქ დასასრული როგორ შეიძლება იყოს“, – წერს იზა ომაძე ფეისბუქში.

ნინო ზამბახიძემ სხვადასხვა დროს გარდაცვლილი სამი წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცის  – გიორგი ტუხაშვილის, ნიკო კვარაცხელიას და ნიკა გუჯეჯიანის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვები – სტარტაპი და წარმატება, სწორედ მათ უკავშირდებათ.