“სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო, ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს” – მიშო ბიძინაშვილის მეუღლე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

322

7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს გარდაცვლილი ოპერატორის, მიშო ბიძინაშვილს მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი, ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით, რა საოცრებაა ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენს გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი რომ იყო და ბედნიერება მოჰქონდა.. აი სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ – წერს მიშო ბიძინაშვილს მეუღლე სოციალურ ქსელში.

სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.