ტელეწამყვანი ირინა ტორონჯაძე სოციალურ ქსელში ნარკოტიკების თემას ეხმაურება. მისი თქმით, აკრძალვებით შავი ბაზარი არ უნდა მდიდრდებოდეს და მეტი სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნას.
„თუ კი მართლა ზრუნავს სახელმწიფო ხალხზე და გული შესტკივა, აუცილებელია მეტი სარეაბილიტაციო ცენტრი გაკეთდეს და ამაში ჩაიდოს ფული. აკრძალვა გამოსავალი არ არის, ეს უბრალოდ შავი ბაზრის გამდიდრებაა მეტი არაფერი. ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია, ნარკოტიკს არ მოვიხმარ, არ ვსვამ და სიგარეტს არ ვეწევი“, – ამბობს ტორონჯაძე.