“შეხვედრა დიდებულ მსახიობთან” – რას წერს ლელა მებურიშვილი ჰიუ გრანტთან შეხვედრაზე

297

მსახიობი ლელა მებურიშვილი ხშირად აქტიურობს სოციალურ ქსელში და გამომწერებს ხარისხიან კონტენტს სთავაზობს, რაც მისი გამომწერების მხრიდან დიდი მოწონებით სარგებლობს.

ამჯერად ლელა Instagram-ზე ბრიტანელი მსახიობ ჰიუ გრანტთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.

„შესანიშნავი საღამო მეგობრებთან ერთად და შეხვედრა წარმოუდგენელ მსახიობ ჰიუ გრანტთან.  “, – წერს ლელა მებურიშვილი.

გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ცნობისათვის, ჰიუ გრანტმა სახელი გაითქვა 1994 წელს გადაღებული ფილმით „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“, და საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები მიიღო.