“ძალიან ლამაზი ხარო, მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი, მივხვდი რომ აფერისტი იყო“ (ვიდეო)

299

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს.

ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას – როდესაც კლასელს გადაუწია ხელი.

“ყველაზე კარგი და უცნაური კომპლიმენტი ჩემთვის უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ. ქალბატონი იყო. მერე მალევე დავშორდი ამ ქალბატონს მივხვდი, რომ აფერისტი იყო, თავიდანვე ტყუილით დაიწყო.

ჩემი პირველი გამარჯვება იყო სკოლაში, როდესაც კლასელს გადავუწიე ხელი. სერიოზული სპორტული გამარჯვება კი ბათუმში მოვიგე შეჯიბრება. საერთაშორისო შეჯიბრებაზე წავედი პირველად 2013 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში და იქ იყო პირველი გამარჯვება. მაშინ ჯარში ვმსახურობდი“, – ამბობს ლევან საგინაშვილი.