“44 წლის წინ ქუთაისში მშობლებს უთხრეს რომ ბავშვი დაიღუპა, დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა”
ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე შოკის მომგვრელ ამბავს ავრცელებს და წერს, რომ 44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელზეც უთხრეს ოჯახს რომ გარდაიცვალა. თუმცა, დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა.
“44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა,რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას. წუთით დაინახა. იყო ქერა და ცისფერთვალა.ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან ჩვილთან ერთად.რატო შემოუყვანეთ,ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო.დედა გაბრუებული ყავდათ,ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი.მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს,რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო.ასეც მოიქცნენ,გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს.