“ჩემი მეუღლე ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია, დავკარგე თანამოაზრე და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ვუზიარებდი”

375

მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი მედიასთან ხშირად საუბრობს მეუღლეზე, რომელიც 4 წლის წინ გარდაიცვალა.

მხატვარმა მეუღლესთან ურთიერთობა კიდევ ერთხელ გაიხსენა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ და აღნიშნა, რომ მან დაკარგა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უზიარებდა.

„თემურის სივრცეს ჩემთვის ამოვსება არ სჭირდება, ის მაინც დარჩა ჩემს ცხოვრებაში, რადგან 33 წელი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო.

ჩემი მეუღლე ძალიან დიდი დანაკლისია. ერთად დავდიოდით, თბილისში, გალერიაც კი ერთ შენობაში გვქონდა, ყველაფერში გვერდში მედგა და მეც გვერდში ვედექი, შეძლებისდაგვარად, თუმცა უფრო მეტიც შეიძლებოდა.

ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია, როგორც შენი ნახევარი დაგაკლდეს, დაახლოებით ასეთია. დავკარგე თანამოაზრე, იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ვუზიარებდი. ეს იყო ბარიერების გარეშე ურთიერთობა“, – აღნიშნავს რუსუდან ფეტვიაშვილი.