ნუცა ჯანელიძეს საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ბინა აჩუქეს

1,046

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გუშინ, 12 მარტს, ნუცა ჯანელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნას წინ უძღვოდა კონცერი, სადაც მუსიკალურ სფეროში ნუცა ჯანელიძის მრავალწლიანი მოღვაწეობა შეჯამდა.

საღამოს ორგანიზატორმა დათო ოქიტაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ნუცა ჯანელიძის ღვაწლზე და მისთვის განსაკუთრებულ სიურპრიზზე ისაუბრა.

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე საიუბილეო საღამო  „თბილისი ხომ სიმღერაა“ მიეძღვნა მუსიკოსის ქალბატონ ნუცა ჯანელიძის იუბილეს, რომელმაც რამოდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ახლაგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას და ხელი შეუწყო მათ ჩამოყალიბებას ინდივიდუალურ შემსრულებლებად ქართულ საესტრადო სცენაზე.

საიუბილეო საღამოს ბოლოს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნუცა ჯანელიძის სახელობითი ვარსკვლავი.

ყველაზე დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა ნუცასთვის იყო მისი მეგობრის სოსო ტყემალაძის საჩუქარი – თბილისში საცხოვრებელი ბინა ნუცა ჯანელიძესთვის!..“