“შვილიშვილებმა ახალგაზრდობაში დამაბრუნეს, მათთან ვცდილობ იმის გაკეთებას რაც შვილებს დავაკელი…“ (ვიდეო)

840

ეკა კახიანი „დღის პოსტთან“ თავისი კარიერია და ოჯახის შესახებ საუბრობს.

შვილებზე ლაპარაკისას მან აღნიშნა, თუ როგორ ზრდის შვილიშვილებს:

„ვარ მეგობრული დედა. სამი გოგონა მყავს, ღვთის საჩუქარია, დებივით ვართ, თითქოს გაგვითანაბრდა ასაკი. მე ვარ მათი დედა თუ ისინი, არ ვიცი… გვაქვს ჯგუფი – Sisters. ვარჩევთ ხოლმე საკითხებს. რჩევები მეც მჭირდება ხოლმე და წინასწარ ვიცი, ვისგან რა პასუხი მოვა. პირველი მოდის ანასტასიას პასუხი და ის ძალიან კონკრეტული და ზუსტი რჩევებით გამოირჩევა. ნინი სულ მწერს – „რავი“. ანასტასია თავიდან ბოლომდე განიხილავს, ქეთოც… ნინი ყველაზე დამჯერი იყო, ისე გაიზარდა, არც გაგვიგია, მერე გაჩნდა ანასტასია, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო. ძალიან აქტიური… შვილიშვილები ყოფილა სასწაული, მგონია, რომ დედა ვარ ისევ, მთლად ის პასუხისმგებლობაც არ არის, მაგრამ სასწაული სიხარულია…

26 წლის ასაკში უკვე 5 წლის შვილი მყავდა. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ინერციით მივდიოდი. დედა მეხმარებოდა. ყოველ შვიდ წელიწადში შვილს ვაჩენდი. 35 წლის ასაკში ბევრი რამ ვისწავლე, რაც არ ვიცოდი. შვილიშვილებთან ვცდილობ იმის გაკეთებას, რაც შვილებს დავაკელი. მეუბნებიან, ასე მინდოდა, მაგრამ არ გეცალაო… თურმე პატარა ბავშვი რამდენს ფიქრობს. თურმე ბავშვს უნდა ელაპარაკო ძალიან ბევრი, როგორც დიდს. შვილიშვილებთან ლაპარაკს ვცდილობ, მინდა, გადავცე ის, რაც ვიცი…

ელენეს უყვარს ცეკვა, პატარა ბიჭს – ხატვა. ელენე მასწავლის ცეკვას და ერთად ვცეკვავთ ხოლმე. იმას ვაკეთებ, რაც მათ უყვართ…

ჩემი 102 წლის ბებია, რომელიც სრულიად ჯანმრთელი გარდაიცვალა, მეუბნებოდა, რომ დიდხანს სიცოცხლის რეცეპტი არის ის, რომ ბოღმა არ ჩაიდო გულში. ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება შური და ბოღმაა… “

ეკა კახიანმა თავის მოვლაზეც ისაუბრა:

„რამდენიმე წელია, ვვარჯიშობ აკვა აერობიკაზე. ვფიქრობ, გენეტიკის დამსახურებაცაა… ღამე არ ვიკვებები ძილის წინ…