მომღერლები ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ, სადაც ისაუბრეს, რამდენად ეჭვიანები არიან ცხოვრებაში.
როგორც გადაცემაში ლევან წვერავამ განაცხადა, სანამ ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებდა ფიქრობდა, რომ ეჭვიანი იქნებოდა, თუმცა პირიქით მოხდა.
„როდესაც დავოჯახდი სულ სხვანაირად დალაგდა ყველაფერი და ჩემი თავის გამიკვირდა. როდესაც გადავწყვიტე, რომ უნდა დავოჯახებულიყავი, თავიდანვე ვუთხარი ნინის, რომ შენ შეგიძლია არაფერზე ინერვიულო – მეთქი. იმდენი მქონდა ნანახი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.. ნინის ვუთხარი, ეს არის ჩემი სტაბილური, კარგი და გემრიელი სიყვარული, შეგიძლია, რომ ბოლომდე მენდო მეთქი“, – ამბობს ლევან წვერავა.
ნინი კენჭიაშვილი იხსენებს, რაზე იეჭვიანა ლევანზე შეყვარებულობის პერიოდში.
„ვიეჭვიანე, როდესაც ლევანის ტელეფონში რამდენიმე ესემესი ვნახე.. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მახსენდება“, – ამბობს ნინი კენჭიაშვილი.