“შეურაცხმყოფელ კომენტარებს და მესიჯებს მწერდნენ“

172

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.

პაიჭაძე ამბობს, რომ მის მიმართ სოციალურ ქსელში აგორებული ერთ-ერთი თემის გამო, თინეიჯერები პირად შეტყობინებაში შეურაცხმყოფელ კომენტარებს და მესიჯებს სწერდნენ.

„თითიდან გამოწოვილი რაღაც თემა იყო, ააგორეს. შეურაცხმყოფელ კომენტარებს და მესიჯებს თინეიჯერები მწერდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ რაც მოისმინეს ვიღაცისგან, იყო მართალი. არა ერთს ვუპასუხე, რომ,- ძალიან დიდი შეცდომის წინაშე დგახარ, ნუ დაუჯერებ…“ – ჰყვება ალექსანდრა პაიჭაძე.