„წლებია, პანიკური შეტევები მაწუხებს… ვისაც ეს არ გამოუცდია, გაუჭირდება გაგება…“

142

ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ წლებია, პანიკური შეტევები აწუხებს:

„საერთოდ, წლებია, მაწუხებს პანიკური შეტევები. ოპერაციის მერე, რომელიც თურქეთში გამიკეთეს, ანტიდეპრესანტი დამინიშნეს და რაღაც პერიოდი ვსვამდი, მაგრამ არ მიყვარს წამლები. იმის გაცნობიერება, რომ მათზე ვარ დამოკიდებული, არ მსიამოვნებს, ამიტომ დამიგროვდა რაღაცები, ეს ვისაც არ გამოუცდია, გაუჭირდება გაგება.

გამორიცხულია ამ დროს, როგორც იციან ხოლმე თქმა, „თავის ხელში აყვანამ“ გიშველოს. როცა ადამიანს ეს აწუხებს, არ უნდა უთხრა, „კაი, რა ახლა, არ მიაქციო ყურადღება“. შეიძლება, ხალხში გახვიდე და უცებ შფოთვა დაგეწყოს. ძალიან ცუდი რამეა…“