ლიზა ჩიჩუა, თავის დას, მაშოს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში თბილი სიტყვებით ულოცავს და ამასთანავე, მასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო საყვარელო. შენ ჩემს ცხოვრებას ავსებ სიყვარულით, სიხარულით და სიცილით. გისურვებ ისეთივე განსაკუთრებული და მშვენიერი იყო, როგორიც ეს დღეა შენთვის. რა კარგია, რომ ჩემი და ხარ. ძალიან მიყვარხარ“, – წერს ლიზა ჩიჩუა ინსტაგრამზე.