მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინო ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავის მოვლის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს:
„რაც უნდა გაიკეთო სახეზე, თუ შინაგანად არ ასხივებ, ყველაფერი დაკარგულია. პლასტიკური ოპერაცია ჯერჯერობით არ გამიკეთებია. დღეს იმდენი კოსმეტიკური პროცედურა და პროდუქტი არსებობს, რომ შეგიძლია, ოპერაციის გარეშეც კარგად გამოიყურებოდე…“,-ამბობს ნინო.