“ მარიკო ახლა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, ის ძალიან კარგი ადამიანია და ვენდობი”
მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა, სადაც შვილთან მარიკო მამულაშვილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
როგორც ლელამ აღნიშნა, მარიკომ ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მომღერლის თქმით, მარიკომ გადაწყვიტა სწავლა ნორვეგიაში გააგრძელოს.
„მარიკო გაჩნდა მაშინ, როდესაც გამქურდეს, როდესაც არაფერი მქონდა, ვცხოვრობდი ქირით, ვიღაც დამხმარე აუცილებლად მჭირდებოდა, რადგან თუ არ ვიმუშავებდი ვერაფერს ვიზამდი..
როცა 7 თვის გახდა, მამულიჩას დედამ მითხრა, ოთხი დღე იყოს აქ, სამი დღე შენთან.. მერე ისე მოხდა, რომ მარიკო დარჩა, დარჩა და 19 წელი იცხოვრა ბებიასთან და ბაბუასთან, რა თქმა უნდა, საშინელი პროტესტი ჰქონდა ჩემს პროფესიაზე, ვერ იტანდა, ეზიზღებოდა, ჩემი არც ერთი კონცერტი არ უნახავს.. ახლა სულ მოდის..
დიდი გოგო რომ გახდა, ამ თემაზე დაველაპარაკე, ვუთხარი, რამდენ ადამიანს სჭირდებოდა ჩემი გვერდში დგომა.. სულ ვამბობ, რომ ჩემი შვილი შეეწირა ჩემს პროფესიას, რადგან ამ პროფესიას როდესაც ირჩევ, შენ შენი თავი აღარ გეკუთვნის..
მარიკო ახლა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, ის ძალიან კარგი ადამიანია და ვენდობი.. უყვარს ხატვა, ფოტო გადაღებები.. სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და ახლა მიიღო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით, აიღო აკადემიური და ნორვეგიაში მიდის სასწავლებლად“,- ამბობს მომღერალი.