ცისანა სეფიაშვილი ბებია გახდა

201

ცისანა სეფიაშვილი ახლახან ბებია გახდა. მის ვაჟს, დადას შვილი შეეძინა, რომელსაც ნიკო დაარქვეს.

სამწუხაროდ, ჩემს ემოციებს ჩემთვის დავიტოვებ და გაზიარება არ მინდა. ინტერნეტსივრცეში დღეს რაც ხდება, ძალიან დამთრგუნველია… ფეხბურთელი იქნება, მომღერალი, ბედნიერი წყვილი თუ სხვა, რაც ბედნიერებასა და წარმატებასთან არის დაკავშირებული, მაინც ძალიან ნეგატიურ გამოხმაურებას იწვევს…

აღარ მინდა საჯაროდ საკუთარი ბედნიერების გაზიარება. ძალიან ცუდია, რომ ადამიანები არ არიან ბედნიერები, როცა სხვის წარმატებას ხედავენ.

ვიწრო წრეს, ვისაც უხარია, იმასთან ერთად გავიზიარებ… ეს ხომ ჩვენი დღევანდელი რეალობაა და ასე დაწერეთ. ამდენი ბედნიერება ხდება და არავის არგებენ… რაღაცნაირად გავერიდე ამ ყველაფრის შემყურე, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან გული ძალიან მტკივა. მე ყველას ბედნიერება მიხარია და ყველას ტკივილი მტკივა. უცხო ადამიანების ბედნიერებაც…”