ხალხის ძალის წევრი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”თხოვნაა ყველამ გააზიაროთ!
მტერმა თუ მოყვარემ !😉
რამდენჯერმე მომნიშნეს ფეისბუქ პოსტზე, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების ფოტოებია და წერენ დაიმახსოვრეთ ეს 83 მოღალატეო…. და ა.შ.
მინდა გითხრათ: ამ კანონის განხილვა სხვა განზომილებაში გადავიდა, აქ არ დგას საკითხი რუსეთს და დასავლეთს შორის. აქ საკითხი ჩვენს დამოუკიდებლობას ეხება! აქ წყდება, საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლება თუ კაბინეტში დამტკიცებული! რაც ავტომატურად პასუხისმგებლობის ხარისხს განსაზღვრავს!
დაგვიმახსსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას,მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და უბრალოდ სამშობლოს გარე მართვისგან განთავისუფლებას მისცა ხმა!
რაც უფრო მეტია დამოუკიდებლობა მით უფრო მეტია პასუხისმგებლობა!
🇬🇪❤️”