“ვულოცავ ანანოს მნიშვნელოვან დებიუტს ევროპის მნიშვნელოვან საოპერო სცენაზე, მიხარია რომ ეს ჩემი პროექტის ხელშეწყობით მოხდა“
ახალგაზრდა ქართველი სოპრანო, ანა ონიანი ტულუზის საოპერო თეატრში, ვ.ბელინის „ნორმა“-ში კლოტილდას როლის შესასრულებლად მიიწვიეს – ანანო ონიანის წარმატების შესახებ ინფორმაციას, თეატრზე დაყრდნობით, Batumian Rhapsody / Opera’s Golden Voice ავრცელებს.
ცნობილია, რომ ანა ონიანი 8 სპექტაკლს იმღერებს. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცნობილი სოპრანო, თამარ ივერი ეხმიანება.
„ვულოცავ ანანოს მის პირველ მნიშვნელოვან დებიუტს ევროპის მნიშვნელოვან საოპერო სცენაზე!! მიხარია, რომ ეს ყოველივე ჩემი პროექტის ხელშეწყობით მოხდა“, – წერს თამარ ივერი.