„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია, მადლობა, შვილო“

98

საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ გასული ეპიზოდი, სხვა ტურების მსგავსად, აუდიტორიისთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

მსმენელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ბავშვების ხუთეულმა, რომლებმაც სიმღერები ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად შეასრულეს.

შეუდარებელი იყო მათე მარტიაშვილიც, რომელმაც ჯანსუღ კახიძის „ოღონდ შენთან მამყოფინა“ იმღერა.

აღსანიშნავია, რომ მათე 2006 წლის „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის შვილია.

თინათინ ჭულუხაძე „რანინას“ აღნიშნული ტურის შემდეგ შვილს სოციალურ ქსელში ემოციურად მიმართავს და მას მადლობას უხდის:

„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია…

მათე, უფლის მფარველობა გქონოდეს მუდამ, არასდროს, არასდროს დაივიწყო ის ქართული, ის ეროვნული, რაც ესოდენ გშვენის. მადლობა, შვილო…

დათო [დავით ცინცაძე] დაუსრულებელი მადლობა შენ“, – წერს თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში.