ჯგუფ ,,ურსას” სოლისტი გიორგი ძოწენიძე გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორის” სტუმარია, რომლის ეთერშიც დადებითად პასუხობს კითხვას: გაუმართლა თუ არა მის მეუღლეს, როდესაც მასზე დაქორწინდა.
,,ერთმანეთში ძალიან გაგვიმართლა. ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ისე მიყვარს, ჩემი მეუღლეა და ძალიან მიხარია. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს”, – ამბობს გიორგი ძოწენიძე.
მომღერლის მეუღლე აღნიშნავს, რომ გიორგი მისი საუკეთესო მეგობარია.
,,გიორგიში ძალიან გამიმართლა, რადგან კარგ მეუღლესთან ერთად კარგი მეგობარიცაა. სწორედ ამიტომ გვესმის ერთმანეთის. ის ასევე შესანიშნავი მამაა”, – საუბრობს მია მაჩაბელი.