ვინ არის ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა – წყვილი მეოთხე ვაჟის მოლოდინშია

974

სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც ოჯახისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალე მეოთხე ბიჭის მამა გახდება, თუმცა, ეს მისმა ოჯახის წევრებმაც არ იციან. მან მეუღლის შესახებაც ისაუბრა.

ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან. პირველად, 2011 წელს დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. წლების განმავლობაში ბრძოლა არ შემიწყვეტია. მაგ წელს უბედნიერესი ვიყავი და არც ერთი შეხვედრა არ წამიგია. 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი. 

როდესაც მამამისს მისი ხელი ვთხოვე, გამატანეს იმ პირობით, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. პირობა შევასრულე და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. ლამაზი თასი გვაჩუქეს და დღემდე ჩვენს ოჯახში სიყვარულის სადღეგრძელო მაგ თასით ისმევა. ჩვენი ქორწილი კონცერტივით იყო. 350-400 კაცი იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეგ არის“, – თქვა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სპორტსმენის მეუღლე გიული ჭკუასელია. მათ 2013 წელს იქორწინეს და სამი შვილი, დათა, დემეტრე და ერეკლე ჰყავთ. გადაცემაში ვარლამმა გაამხილა, რომ ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან და ამის შესახებ აქამდე არავინ იცოდა. მომავალი შვილის სქესი წყვილმა უკვე გაიგო – ისინი მეოთხე ბიჭის მშობლები გახდებიან.

გიული ჭკუასელი ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია. “ვარლამი არაჩვეულებრივი მამაა, თოთო ბავშვს ვუტოვებდი და ვიცოდი, რომ ისე მიხედავდა, როგორც საჭირო იყო”, – ამბობდა სპორტსმენის მეუღლე.