“ცხოვრებაში პირველად“ – რა ხდება თი მაჭავარიანის პირად ცხოვრებაში

ას შემდეგ, რაც თი მაჭავარიანის ქორწინება განქორწინებით დასრულდა, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ შეკითხვას იღებს. ამჯერადაც, მის ინსტაგრამ გამომწერებს აინტერესებთ, არის თუ არა შეყვარებული და ზოგადად, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. ბლოგერის და ინფლუენსერის პასუხი ასეთია:

პირადი არის ერთადერთი რაღაც, მე მგონი, ცხოვრებაში პირველად, რომლის დალაგებაც არ მიწევს და ნერვები არ მეშლება. პირადი ძლივს დალაგდა, დანარჩენს, ყველაფერს ერთად ვუმკლავდები. გრანდიოზული, ისეთი არაფერი ხდება, რომ თქვენ ამის შესახებ გაიგოთ. რომც მოხდეს და სერიოზული ტიპის ურთიერთობა დავიწყო, ძალიან, ძალიან ცოტა არის იმის შანსი, რომ ეს გავასაჯაროო. პირადი იქნება ალბათ ის თემა, რომელსაც დავტოვებ 100%-ით პირადად და არ გავაზიარებ. იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პირადს ვაზიარებდი, ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა. მირჩევნია, აღარავის არაფერი მოვუყვე და დავტოვო ჩემ და იმ ადამიანს შორის, ვისთანაც მექნება ურთიერთობა,“ – თქვა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ