“კარცენომა მქონდა, ოპერაციიდან წელიწადნახევარში უარესი სურათი გამოისახა…“

მსახიობი ეკა ნიჟარაძე დიდი ხანია, რაც საცხოვრებლად სოფელ ართანში გადავიდა.

მსახიობი „ნანუკას შოუში“ ამბობს, რომ ძალიან უნდოდა ჰქონოდა სახლი სოფლად, ეს ნატვრა აიხდინა, თუმცა ამისთვის გრძელი და რთული გზა გაიარა:

„გავიკეთე ოპერაციები, საკმაოდ რთული. მადლობა ღმერთს, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მოხდა ისე რომ საავადმყოფოდან გამომწერეს რამდენიმე დღით ადრე, მომდის მეილი, რომ რადგან ადრე გამომწერეს გარკვეულ თანხას მიბრუნებდნენ უკან – ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

სრულიად შემთხვევით მოვხვდი ალავერდში და სწორედ მაშინ ვთქვი – ხომ არ ვნახო ბარემ ეს სახლი… ეს სახლი რომ დავინახე, მაშინვე მივიღე ყიდვის გადაწყვეტილება. დიდი ხანია მინდოდა სოფლად გადმოსვლა, აქ გადმოსვლამდე შორი და რთული გზა განვლე. დღეს აქაურობა ჩემი ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტია, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს“

ასევე იხილეთ