“კაცმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს“

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ხშირად უზიარებს გამომწერებს ქალის და მამაკაცის ურთიერთობის  შესახებ რჩევებს.

„ჭკვიანი კაცი არასდროს ეკამათება ქალს, რომელიც უყვარს. კაცმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ქალს შეუძლია შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. გამოცდილმა კაცმა იცის ეს. 

დაიმახსოვრე, კაცი, რომელიც ცუდს ლაპარაკოს თავის ყოფილზე შენთან, არ იყო ამით ბედნიერი. ის უბრალოდ ბიჭია და არ დახარჯო დრო მის აღზრდაზე, რადგან ის იგივეს გაიმეორებს შენთანაც.

ხშირად ვიღებ შეტყობინებებს რა უნდა გააკეთოთ საყვარელი მამაკაცისთვის. მეგობრებო, თქვენ არ გჭირდებათ რაიმეს კეთება. უბრალოდ, ნება მიეცით მას გააკეთოს ყველაფერი თქვენთვის“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე იხილეთ