“მრავალი წლის წინ მარიტა როგორც ჟურნალისტი, ჩემთან ცუდი შეკითხვით მოვიდა, გაიარა ყველაფერმა შევრიგდით”

150

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკის – „დილის კარეოკეს“ სტუმრები, მეგობრები და კოლეგები – მომღერლები ოთო ნემსაძე და მარიტა როხვაძე იყვნენ.

მუსიკოსებმა სახალისო, მუსიკალურ შეჯიბრს თავი არაჩვეულებრივად გაართვეს, ყველა სიმღერა გამოიცნეს და თავადაც იმღერეს.

სიმღერის პარალელურად, ოთომ გადაცემაში მარიტასთან მეგობრობიდან ერთ-ერთი სახალისო ეპიზოდიც გაიხსენა:

„მრავალი წლის წინ, მარიტა, როგორც ჟურნალისტი ჩემთან ცუდი შეკითხვით მოვიდა, მანამდე ვუთხარი, ეგ შეკითხვა არ დამისვა-მეთქი… გაიარა ყველაფერმა, შევრიგდით“.