“ალბათ ყველა ელოდებოდით ხელის თხოვნის ამბებს…“ – რას წერს მარიამ შარმანაშვილი

76

სოფი ლორენის ვაჟმა, კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს ხელი სთხოვა, რასაც ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, ფიტნეს ინსტრუქტორმა მიმართვა გაავრცელა და ნიშნობის დეტალებზე ისაუბრა.

„ალბათ, ყველა ელოდებოდით ხელის თხოვნის ამბებს. კარლომ ხელი დედამისის დაბადების დღის წინა დღეს მთხოვა და არა, 20 სექტემბერს, როგორც ეს ქართულმა მედიებმა გააშუქეს. ვიდეო კადრებიც არ გვაქვს, რადგან ხელი მთხოვა, როდესაც სრულიად მარტოები ვიყავით,“ – წერს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის, 3 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.