მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.
კადრები ფოტოსესიიდან კრისტიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. შეუდარებელი მოდელი კლასიკურ შავ პიჯაკსა და შარვალშია გამოწყობილი და თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პოზირებს.
მოდელი, როგორც ყოველთვის ძალიან მომხიბვლელია და საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს იმსახურებს.



