„ჩემი შვილიშვილი გერმანიაში ცხოვრობს… ძალიან მგავს“

61

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას არტ-FM“-ს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ შორის შვილიშვილზე, რომელიც ცნობილ მსახიობს ჰგავს:

„ჩემი შვილიშვილი გერმანიაში ცხოვრობს. თვითონ არაფერს ვამბობ, მაგრამ ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ძალიან მგავს. ერთკვირიანი შვებულება ერთად გავატარეთ იტალიაში, ზღვაში ვიჭყუმპალავეთ, კარგად გავერთეთ და ძალიან ვისიამოვნეთ. ყველას გვაინტერესებს რომელ ენაზე ლაპარაკდება, რადგან დედა ინგლისურენოვანი ახალზელანდიელი ჰყავს, მამა ქართულად ელაპარაკება, ბაღში კი, გერმანულს სწავლობს, თუმცა, ვფიქრობ, მისი პირველი სიტყვა მაინც „ბაბუ“ იქნება. ბავშვი საუკეთესო თერაპიაა, რადგან სამწუხაროდ, ცხოვრება უფრო სევდაა, ვიდრე სიხარული, ბავშვს კი, იმდენი სითბო და სიყვარული აქვს, რომ მასთან ურთიერთობით ნებისმიერი დარდისგან იკურნები“.