“დედობა არის დიდი პატივი, კომპლიმენტი და წყალობა”

90

UFC-ის ქართველი ჩემპიონის,ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა, „ინსტაგრამზე” შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ყველა ამბობს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ შენი ცხოვრება იცვლება. ეს სავსებით მართალია. რეალურად ვერ გაიგებ, რამდენი რამ შეიცვლება მანამ, სანამ ეს მომენტი არ დადგება. სამწუხაროდ, ხშირად ამაზე ნეგატიურად საუბრობენ… გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, როცა დედა ხდებით, მაგრამ, თავის მხრივ, თქვენი ცხოვრება უკეთესი ხდება მრავალი თვალსაზრისით. ის, რომ თქვენ თამაშობთ ისეთ მნიშვნელოვან როლს, როგორიც დედობაა, არის დიდი პატივი, კომპლიმენტი და წყალობა” – წერს ჯორჯინა.