“მიდიოდა ჰანგოვერზე ბიჭებთან ერთად და ვუთხარი შეგიძლია გაერთო, იქ მე მაინც ვერაფერს ვხედავ -მეთქი და გაამართლა“ – ხატია სიჭინავა ღალატზე

58

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გადაცემა „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ღალატის შესახებ საუბრობს.

„მე ძალიან დიდ ასაკში დავქორწინდი, 30 წლის ვიყავი. ბევრი რამე გააზრებული მქონდა, უკვე ვიცოდი, რაც უფრო ბოჭავ ადამიანს, მით უფრო საინტერესო ხდება მისთვის გააკეთოს ის, რასაც უკრძალავ.

მიდიოდა ჰანგოვერზე, ბიჭებთან ერთად და ვუთხარი, შეგიძლია გაერთო, იქ მე მაინც ვერაფერს ვხედავ -მეთქი. ამით უბრალოდ თავისუფლება მივანიჭე და გაამართლა. ყოველ 5 წუთში მირეკავდა.

ზოგადად, ჩემს წარმოდგენაში ღალატი არის, ძალიან მაგარ სილას, რომ გაგარტყამენ და გამოგაფხიზლებენ. მე და ჩემმა მეუღლე 13 წლის მანძილზე აგურ-აგურ ვაშენეთ ჩვენი ოჯახი და მე საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ვარ. დღემდე არ შემიმოწმებია ჩემი ქმრის ტელეფონი და არც სურვილი გამჩენია“, – ამბობს ხატია სიჭინავა.